Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრატურაში (პროგრამა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა'') სწავლის გაგრძელების მსურველთათვის!

ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე  და საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით წერითი გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება ორ ეტაპად. 

 

10 სექტემბერს 10.00 საათზე სპეციალობაში წერითი გამოცდის პირველი კომპონენტი (ტესტირება) ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში მუდლის სისტემის გამოყენებით.  ბილეთში იქნება 75 ტესტი. (დრო 60 წუთი). 

გამოცდის ონლაინ კომპონენტის შესახებ დეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

11 სექტემბერს სპეციალობაში წერითი გამოცდის მეორე კომპონენტი ჩატარდება თსუ საგამოცდო ცენტრში (დამატებითი ინფორმაცია გამოცდის დროსთან და ადგილთან დაკავშირებით განთავსდება თსუ-ს და მედიცინის ფაკულტეტის ვებ- გვერდზე). ბილეთში იქნება ერთი საკვანძო საკითხი  (დრო 45 წუთი). 

 

სპეციალობის წერითი გამოცდის მეორე კომპონენტზე თსუ საგამოცდო ცენტრში დაიშვებიან აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ სპეციალობაში გამოცდის პირველი კომპონენტის (ტესტირების) მინიმალურ ზღვარს (39 ქულა).